FANDOM


Avatar Book 2

მეორე წიგნის სრული კოლექცია. ნახატზე მოცემულია აანგი ავატარის მდგომარეობაში, ხოლო მის გარდა ვხედავთ ავატარის გუნდის წევრებსაც.

წიგნი მეორე : მიწა (土) არის ავატარი : ჰაერის უკანასკნელი მბრძანებელი - ს მეორე სეზონის სახელწოდება. მისი შემქმნელები არიან მაიკლ დანტე დიმარტინო და ბრაიან კონიეცკო, ხოლო იგი გაგრძელებაა ავატარის პირველი სეზონის წიგნი პირველი : წყალი. სეზონის სახელწოდება ავატარის ციკლის მიხედვითაა შერჩეული : წყალი, მიწა, ცეცხლი და ჰაერი. იგი მოგვითხრობს ისტორიას აანგზე, რომელიც მიწის მბრძანებლობას სწავლობს ტოფ ბეიფონგის მეთვალყურეობის ქვეშ.

მეორე სეზონი დაიწყო 2006 წლის 17 მარტს, როდესაც გავიდა სერია "ავატარის მდგომარეობა" და დასრულდა იმავე წლის 1 დეკემბერს სერიებით "გურუ" და "ბედის გზაჯვარედინი". იგი გაგრძელდა მესამე წიგნით : ცეცხლი.

როდესაც iTunes-მა გამოუშვა წიგნი მეორე, მისი მე-12 და მე-13 სერიები გაერთიანებული იყო ერთ სერიაში სახელწოდებით "ცეცხლის ერის საიდუმლო".

თავი ეპიზოდი ეპიზოდის სახელი
1 21 ავატარის მდგომარეობა
2 22 ორი შეყვარებულის გამოქვაბული
3 23 ომაშუში დაბრუნება
4 24 ჭაობი
5 25 ავატარის დღე
6 26 ბრმა ბანდიტი
7 27 მარტოსული ზუკო
8 28 დევნა
9 29 მკაცრი სამუშაო
10 30 ბიბლიოთეკა
11 31 უდაბნო
12 32 მოღალატის გადასვლა
13 33 ბურღი
14 34 კედლებისა და საიდუმლოებების ქალაქი
15 35 ბა სინგ სის ამბები
16 36 დაკარგული აპას დღეები
17 37 ლაოგაის ტბა
18 38 მიწის მეფე
19 39 გურუ
20 40 ბედის გზაჯვარედინი

იცოდით, რომ Edit

  • ავატარის ამ სეზონმა მოიგო რამდენიმე ჯილდო, მათ შორის 2007 წლის ემის ჯილდო "ინდივუალური მიღწევისთვის ანიმაციაში".
  • მეორე წიგნის ბოლო ორი ეპიზოდი, "გურუ" და "ბედის გზაჯვარედინი" იყო ყველაზე ყურებადი სერიები ამ სეზონში. მათი მაყურებლების რაოდენობა 4.4 მილიონს შეადგენდა მთელს ა.შ.შ - ში.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.