FANDOM


Avatar Book 1

ნახატი პირველი წიგნის სრულ კოლექციაზე. ნახატზე ჩანან კატარა, ენგი და სოკა (მარცხნიდან მარჯვნივ). ცაში გამოსახულია ზუკო.

წიგნი პირველი : წყალი () არის "ავატარი : ჰაერის უკანასკნელი მბრძანებელი"-ის სახელწოდება. მისი შემქმნელები არიან მაიკლ დანტე დიმარტინო და ბრაიან კონიეცკო. სახელწოდება შერქმეულია ავატარის ციკლის მიხედვით : წყალი, მიწა, ცეცხლი და ჰაერი. ამ სეზონში მოცემულია ენგის ისტორია, თუ როგორ სწავლობს ის წყლის მბრძანებლობას. მასთან ერთად სეზონში ვხვდებით ავატარის გუნდის მოგზაურობას ჩრდილოეთ პოლუსისაკენ. 

სეზონი დაიწყო 2005 წლის 21 თებერვალს. პირველი ეპიზოდი იყო "ბიჭი აისბერგში", ხოლო სეზონი დასრულდა იმავე წლის 2 დეკემბერს ეპიზოდებით "ჩრდილოეთის ალყა : ნაწილი პირველი" და "ჩრდილოეთის ალყა : ნაწილი მეორე". ამ სეზონს მოჰყვა წიგნი მეორე : მიწა.

თავი ეპიზოდი ეპიზოდის სახელი
1 01 ბიჭი აისბერგში
2 02 ავატარი ბრუნდება 
3 03 სამხრეთის ჰაერის ტაძარი
4 04 კიოშის მებრძოლები
5 05 ომაშუს მეფე
6 06 დაპატიმრებულები
7 07 ზამთრის ნაბუნიობა, ნაწილი პირველი : სულების სამყარო
8 08 ზამთრის ნაბუნიობა, ნაწილი მეორე : ავატარი როკუ
9 09 წყლის მბრძანებლობის გრაგნილი
10 10 ჯეტი
11 11 დიდი დაყოფა
12 12 შტორმი
13 13 ლურჯი სული
14 14 წინასწარმეტყველი
15 15 ბატო წყლის ტომიდან
16 16 უდაბნოელი
17 17 ჩრდილოეთის ჰაერის ტაძარი
18 18 წყლის მბრძანებლობის ოსტატი
19 19 ჩრდილოეთის ალყა, ნაწილი პირველი
20 20 ჩრდილოეთის ალყა, ნაწილი მეორე

იცოდით, რომEdit

  • ავატარის ამ სეზონმა მოიგო რამდენიმე ჯილდო, მათ შორის "საუკეთესო სატელევიზიო სერიალი" და "საუკეთესო ანიმაციური სატელევიზიო სერიალი" 2005 წლის პულჩინელას დაჯილდოებაზე.
  • პირველი წიგნის მიხედვით ფილმი "ჰაერის უკანასკნელი მბრძანებელი" გადაიღო 2010 წეს მ.ნაით შიამალანმა. სერიალისგან განსხვავებით, ფილმმა წარმატებას ვერ მიაღწია.
  • პირველი წიგნის მეხუთე ეპიზოდმა "ომაშუს მეფე" მოაგროვა ყველაზე მეტი ნახვა. მთელი ა.შ.შ. - ს მასშტაბით ამ სერიას 3,54 მილიონმა ადამიანმა უყურა.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

Also on FANDOM

Random Wiki